საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. „გადმოგცემთ მოკითხვას შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.
ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილის შესახებ უამბო.
„ბატონო პრემიერი, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი მეუღლის გულთბილი მიღებისათვის თქვენს მშვენიერ ქვეყანაში.
განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ შეხვედრისათვის, რომელიც ხვალისთვისაა დაგეგმილი. შეხვედრა ქართულ და ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც ერთად მუშაობენ და ერთობლივ ოპერაციებს აწარმოებენ, მაგრამ დღევანდელი საღამო მეგობრობის საღამოა. ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი სიმამაცე, დამოუკიდებლობისადმი სიყვარული. ეს არის ხალხი, რომელიც იცავს იმას, რისიც სწამს. დამოუკიდებლობის სულისკვეთება ქართველებსა და ამერიკელებს ერთნაირი აქვთ", - განაცხადა მაიკ პენსმა.