პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, მაიკ პენსთან საუბარი მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, იმაზე პროდუქტიული, ვიდრე წარმომედგინა", - ეს განცხადებაერთიანი ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მელიას თქმით, ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და თავად მაიკ პენსი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს ურყევად უჭერენ.

მათი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ არის 100%-იანი. ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე სიტყვებით, საუბარი შეეხო როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და საკონსტიტუციო უსაფრთხოებას.
„ვისაუბრეთ, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილებაა მიღებული და "ქართული ოცნება" თვითიზოლაციაშია და მხოლოდ მას სურს, რომ მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება, და მთელი ოპოზიციური სპექტრი, მთელი საერთაშორისო, ვენეციის კომისია, საქართველოს პრეზიდენტი არის სხვა აზრზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.