აქტუალური
დავით ბაქრაძის განცხადება მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ „რუსთავი 2“-სა და ქვეყნის შიდა დემოკრატიას შეეხო

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის დეტალებზე ლაპარაკობს.
“ჩვენი საუბრის ძირითადი თემა უკავშირდებოდა საქართველოს მომავალსა და მის უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში ბატონი მაიკ პენსის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას.
ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქართული დემოკრატიის პრობლემას, მათ შორის სიტყვის თავისუფლებას, "რუსთავი 2"-ის საკითხს, სასამართლოს თემას, ოპოზიციის დევნას, საკონსტიტუციო რეფორმასა და არაფორმალური მმართველობას, მთელი ეს ჩამონათვალი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკას, არამედ ჩვენს მომავალ პერსპექტივას, როგორი ქვეყანა ვიქნებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.