აქტუალური
მაიკ პენსი: რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. "რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის, სუვერენულ ქვეყნებში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და ევროპის თავისუფალი ერების დაყოფის მცდელობას", - ამ განცხადებას საქართველოში მყოფი ამერიკის ვიცე პრეზიდენტი თავის facebook-გვერდზე აქვეყნებს.
"დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია ძალის გამოყენების ნებისმიერი მცდელობა, მუქარა, დაშინება და საზიანო გავლენა ბალტიის ქვეყნებსა და ნებისმიერ ჩვენს მოკავშირეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მაიკ პენსი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების ვალდებულებები თავისუფლების მოყვარული ერების უსაფრთხოების მიმართ უცვლელი დარჩება.