სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული გ.რ., 1974 წელს დაბადებული ტ.მ. და 1969 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ. 
ისინი, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ 
უცხოეთში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით).