საზოგადოება
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ილაპარაკა

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაჭრის გზებზე ილაპარაკა. მთავარი განცხადებები მან პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გაძლიერებითვის საჭირო გზების ძებნას განაგრძობს“, - აღნიშნა პენსმა.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით რუსული ჯარების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  2008 წლის ოკუპაციის შემდეგ.
ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რის მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს. ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოგვიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, - განაცხადა პენსმა.
კონფერენციის დასრულებისთანავე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.