უცხოეთი
რუსეთის ფედერაციაში გაიჟღერა შემოთავაზებამ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემიდან $110 მილიარდი დოლარის გამოტანისა და ტიტანიუმისა და ალუმინის შეზღუდვის შესახებ

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთში გამოთქვეს აზრი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემიდან 110 მილიარდი დოლარის გამოტანის შესახებ და მათი ჩინეთისა და ევროპის ქვეყნების ფასიან ქაღალდებში დაბანდების შესახებ.
შესაბამისი მოწოდებით გამოვიდა სენატორი იგორ მოროზოვი, ვინც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება დიპლომატთა რაოდენობის შეზღუდვის შესახებ - დაგვიანებული ღონისძიება იყო.
სენატორს მიაჩნია, რომ აშშ-ის სამომავლო სანქციებზე პასუხი, რომლებიც ნავთობისა და გაზის სექტორს ეხება, უნდა იყოს მკაფიო და ადეკვატური.
ამიტომ იგორ მოროზოვმა მთავრობას შესთავაზა: შეიზღუდოს რუსეთიდან ამერიკაში ალუმინის, ტიტანიუმისა და ბირთვული კომპონენტების მიწოდება.