უცხოეთი
სამხრეთ ოსეთს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვა სურს

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ ჯაგაევმა, უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართა, აღიაროს "იეჰოვას მოწმეების" კავშირი ექსტრემისტულად და აკრძალოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მათი საქმიანობა. 

განცხადებაში, პროკურატურა წერს, რომ მათ ხელში, "იეჰოვას მოწმეების" მიერ პროპაგანდისტული ხასიათის მასალები ჩაუვარდათ. მანამდე, ძალოვნებმა მორწმუნეები გაჩხრიკეს და მათი თქმით, აღმოაჩინეს ლიტერატურა, რომელიც შედის ექსტრემისტული მასალების შავ სიაში. 
ამჟამად სარჩელი სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ინახება.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს, უნდა იმავე კანონის შემოღება, რაც რუსეთმა თავის ტერიტორიაზე აპრილში აამოქმედა. რუსეთში, "იეჰოვას მოწმეები" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციის 395 განყოფილების დახურვის ბრძანება გასცეს.

„იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაცია 1931 წელს აშშ-ში „ბიბლიის მკვლევრების“ განხეთქილების შედეგად წარმოიქმნა.