სამართალი
ნინო ბურჯანაძე: არის საკითხები, სადაც არავინ იცის, სააკაშვილი უფრო დამნაშავეა თუ ბოკერია!

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ილაპარაკა. ბურჯანაძის თქმით, „ევროპული საქართველოს" ლიდერ გიგა ბოკერიას ქვეყნის წინაშე არანაკლებ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს.

„გამოფხიზლდით, ხალხო, მართლა რა დაგემართათ. თუ ბოკერია არის თქვენთვის მეორე პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების" შემდეგ, მაშინ სააკაშვილიც ზედმეტი ყოფილა ჩვენთვის. უფრო უარესის ღირსიც ვყოფილვართ. არც არჩევნები შემაჩერებს და არც მოსახლეობის განაწყენება. ბოკერია იყო ყველა იმ უბედურების უკან, რაც აკეთა სააკაშვილმა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.