პოლიტიკა
"საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- BBC მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე სტატიას ავრცელებს

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება. "საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- სტატიას ამ სათაურით BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში ტალინს, თბილისსა და პოდგორიცას მოინახულებს, სამ ქვეყანას, რომლებიც რუსული საფრთხის წინაშე დგანან.

"მაიკ პენსის ვიზიტი არის ნათელი ნიშანი, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხში მათ მხარს უჭერს", - ნათქვამია სტატიაში. როგორც BBC ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კვლავ არსებით ყურადღებას აქცევს ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებს და პარტნიორებს.