პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის პროგრამა

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით გუშინ, 31 ივლისს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვია მეუღლესთან ერთად. 19 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. რის შემდეგაც მაიკ პენსს მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
დღეს, 1 აგვისტოს, 10:15 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
15:15 საათზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში დღესვე, 1 აგვისტოს დასრულდება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.