საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. გავლენიანი და მრავალრიცხოვანი ქონების მფლობელი ქართველი მიტროპოლიტები - წმინდა სინოდის წევრები, რომელთა სახელზე დიდი ქონებაა გაფორმებული. სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში მათ სახელზე დიდი ფართობის მიწები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და უძრავი ქონება ოფიციალურად არის რეგისტრირებული.
მიტროპოლიტი ქუთათელ-გაენათელი კალისტრატე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 138 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის უძრავ ქონებას ფლობს, სახლებისა და მიწის ნაკვეთების ჩათვლით. ერისკაცობაში შოთა მარგალიტაშვილი მღვდლად 1980 წელს აკურთხეს. ცოტა ხანში მას ჯერ - ეპისკოპოსობა, მოგვიანებით კი მთავარეპისკოპოსობა მიანიჭეს.
მეუფე კალისტრატეს სახელზე არაერთი უძრავი ქონება თბილისშიც ირიცხება.
კიდევ ერთი მიტროპოლიტი, რომლის სახელიც რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს და მიწის ნაკვეთებსაც ფლობს, მიტროპოლიტი ანტონია, ერისკაცობაში რუსლან, იგივე მარკოზ ბულუხია.
ზოგიერთ კომპანიაში მიტროპოლიტი გარკვეული წილის მფლობელია, ზოგში კი 100-ვე პროცენტი მისი საკუთრებაა.
წმინდა სინოდის 47 წევრიდან მხოლოდ 6 მღვდელთმთავარია ისეთი, ვის სახელზეც საერთოდ არანაირი ქონება არ არის გაფორმებული.