საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში „ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივი ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თავის მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს. კალაძის განმარტებით, შესაბამის პროექტს იგი ახლო მომავალში თბილისელებს წარუდგენს.
"ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტიხრუშჩოვკების“ ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.