პოლიტიკა
ამერიკული ჯავშანმანქანების სამხედრო პარადი საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით დასრულდა

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკული ჯავშანმანქანების რამდენიმესაათიანი მარში საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა, სამხედროები უკვე თბილისში იმყოფებიან. სამხედრო ტექნიკის მსვლელობა სენაკის ბაზიდან დაიწყო და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სრულდება.
სამხედრო კოლონა რამდენიმე ნაწილად გაიყო და ისინი საქართველოს რამდენიმე ქალაქში შევიდნენ. კოლონა თბილისამდე ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურსა და გორის ცენტრში გაჩერდა. ქალაქში, სადაც კოლონები გაჩერდნენ, მობილიზებული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

პირველად საქართველოში ამ სწავლებაში გამოჩნდა თანამედროვე ამერიკული  ჯავშანმანქანა "სტრაიკერი". ტექნიკის სანახავად ადგილობრივი მაცხოვრებლებიც შეიკრიბნენ.