უცხოეთი
საქართველო, 31 ივლისი, სქინფორმი. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წევრები არ აპირებენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შეშვებას უკრაინის ტერიტორიაზე.
ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარის თანაშემწემ, ოლეგ სლობიანმა, აცხადებს გამოცემა „главком“-ი.
- ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში.
თუ კი ვუგულებელყოფთ გვარს, მაშინ მოქალაქეს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი დოკუმენტები, არ აქვს საზღვრის გადმოკვეთის უფლება.
ხოლო, თუ პირს ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქის სტატუსი - მისი პასპორტი კარგავს ლეგიტიმურ ძალას.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეობის არ მქონი პირი შეეცდება ქვეყნის ტერიტორიაზე მალულად შეღწევას, ნაციონალური პოლიცია ვალდებულია იგი დააკავოს.