აქტუალური
იან კელის განცხადებით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის საქმეა

    საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ილაპარაკა.
იან კელის  განმარტებით, ზოგადად, ამგვარ საკითხებს ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ჭრილში უყურებს.
„რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ეს არის მიმდინარე სამართლებრივი საქმე და ზოგადად ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოქმედებას, ეს არის უკრაინის საკითხი, ქვეყნის გადასაწყვეტი, და ისინი მიუდგებიან შესაბამისად”, - განაცხადა ელჩმა.