პოლიტიკა
"ანა დოლიძე არც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულია "ქართულ ოცნებაში" და არც მედროვე - პრეზიდენტი მარგველაშვილი

    საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პარლამენტს, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანა დოლიძე ღირსეული პროფესიონალია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: მინდა შეგახსენოთ, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი. ანა დოლიძე არც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულია "ქართულ ოცნებაში" და არც მედროვე. ჩემი პრინციპი ყოველთვის იყო, ანა დოლიძისნაირი ძლიერი, ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანებისთვის მიმეცა ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა.
ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს, ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ალბათ ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ალბათ ამიტომ არის მიუღებელი არამარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად“.