საზოგადოება
5-6 აგვისტოს ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გრანდიოზული ავტო-მოტოშეჯიბრი გაიმართება

    საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელები მიიღებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეჯიბრში მონაწილეობას ავტო და მოტომოყვარულები საქართველოს ყველა კუთხიდან მიიღებენ. შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ცნობილი დიჯეები.
რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტოშეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება. მასშტაბური ავტო-მოტოშეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია, იმართება. ღონისძიების სპონსორები არიან: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, „ვისოლი“ და „თეგეტა მოტორსი“.
ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები არიან: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო „ათინათი“, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge.