საზოგადოება
ანტარქტიკის მოქალაქე! - ლევან ზანგურაშვილი

    საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი.  პუბლიცისტი ლევან ზანგურაშვილი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას თავის ფეისბუქგვერდზე ეხმიანება: "ელდარ რიაზანოვის ფილმი „იტალიელების დაუჯერებელი თავგადასავალი რუსეთში“ თუ გახსოვთ?
ფილმის დასაწყისში არის ასეთი მომენტი: ერთ იტალიელ პროფესორს, რომელიც იტალიიდან საბჭოთა კავშირში მიფრინავს, თვითმფრინავში პასპორტს მოჰპარავენ. ჰოდა, უპასპორტოდ აღარც მოსკოვში იღებენ, აღარც რომში და დაფრინავს თვითმფრინავით აქეთ-იქით...
ასეა სააკაშვილის ამბავიც - ახლა ამერიკაშია გადაფრენილი, აღარც უკრაინის მოქალაქეა, აღარც საქართველოსი და არც ამერიკა აძლევს დარჩენის უფლებას. ერთადერთი ადგილი, სადაც მოქალაქეობას და პასპორტს არ მოსთხოვენ, ანტარქტიკაა!", - წერს ზანგურაშვილი.
საქინფორმი: დიახ, ბატონებო, სააკაშვილი იმდენს დასცინოდა ბიძინა ივანიშვილს, სულ "მეპინგვინეს" უძახდა მისი კერძო ზოოპარკის გამო, რომ ბოლოს, როგორც ჩანს, თვითონ მოხვდება პინგვინებთან...