აქტუალური
ქართული კლინიკები უცხოელმა შეიძინა

auction-buildingგაიყიდა ზოგადი თერაპიის, გინეკოლოგიური, ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული და თვალის სნეულებათა კლინიკები. მისი ახალი მფლობელი უცხოელი ინვესტორი დანიელ გუფთია.

კლინიკების საპრივატიზაციო აუქციონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

დანიელ გუფთმა ზოგადი თერაპიის კლინიკაში 330 000 ლარი გადაიხადა, ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში – 740 000 ლარი, ხოლო თვალის სნეულებათა კლინიკა- "მზერაში" – 500 000 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, კლინიკების ახალი მფლობელი ვალდებულია, ობიექტებს სამედიცინო პროფილი მომავლი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.

ამასთან, აღნიშნული პირის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ჯერჯერობით განთავსებული არ არის.