უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღო

     საქართველო, 31 ივლისი, სქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევ დღეს გამოაცხადა აშშ-ის მიმართ საპასუხო  ზომების შემუშავების გეგმაზე, მას შემდეგ, რაც ამერიკის სენატმა დაამტკიცა დამატებითი სანქციები რუსეთის ფედერაციის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ.
„ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს ამავე წლის პირველ სექტემბრამდე ჩავუყვანოთ დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალი, რომელიც მუშაობს მოსკოვში არსებულ ამერიკულ საელჩოში, სანქტ-პეტერბურგის გენერალურ საელჩოებში, ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში არსებული დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალის იმავე რაოდენობრივი შემადგენლობით, როგორიც ეს ამერიკაში არსებულ რუსულ საელჩოშია“, - ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ასევე აღნიშნულია, რომ ამავე გზით აშშ-ის დიპლომატიური პერსონალისა და საელჩო დაწესებულებების რაოდენობა შემცირდება 455 ადამიანით. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე დაპირდა სარკისებრივ პასუხს, იმ შემთხვევაშ თუ აშშ-ის ხელისუფლება ცალსახად შეეცდება რუსი დიპლომატების შემცირებას. გარდა ამისა, რუსული მხარე პირველი აგვისტოდან კრძალავს აშშ-ის მიერ “Серебряном бор”-ის დასასვენებელი კურორტებისა და მოსკოვის გარეუბანში არსებული საწყობების გამოყენებას.

„თავს უფლებას ვაძლევთ ყველა სხვა აღნიშნულ საკითხში ნაცვალგების პრინციპით მოქმედებას, რომლებიც შესაძლოა აშშ-ის ინტერესებს შეეხოს“, - აღნიშნავს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრი.
სმოლენსკის მოედანზე განაცხადეს, რომ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის აგრესიულობას საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში“, „ქმედითუნარიანობის“ საფარქვეშ აშშ ქედმაღლურად უგულებელყოფს სხვა ქვეყნების ინტერესებსა და პოზიციებს“, - აღინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.