უცხოეთი
წინასაარჩევნო კამპანიის საბოტაჟი - დონალდ ტრამპის ბრალდებები უკრაინას

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი.  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიევი მისი წინასაარჩევნო კამპანიის საბოტაჟში და ჰილარი კლინტონის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. განცხადება დონალდ ტრამპმა twitter-ის საშუალებით გაავრცელა. პრეზიდენტმა  მოუწოდა გამოეძიებინათ უკრაინელების მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის საბოტაჟის მცდელობა.
ტრამპის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა კიევის პასუხი და უკრაინის ხელისუფლებამ დონალდ ტრამპის ბრალდებები უარყო. ინფორმაცია, უკრაინის მცდელობის შესახებ, მოეხდინათ გავლენა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ არჩევნებზე, ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, გაჩნდა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე. ეს პოლიტიკა საკმაოდ ძლიერია. დანიშნულია ახალი წარმომადგენელი, რომელიც საუბრობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე, კონგრესი ახალ სანქციებში დებს უკრაინის და საქართველოს მხარდასაჭერ ზომებს,“ - განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორმა რიჩარდ ვეითსიმ.

ბრუკინგზის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ჯეიმს ქირჩიკი არ ეთანხება უკრაინის მიმართ წაყენებულ ბრადებას და ამბობს, რომ უკრაინა და შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნები არიან.
ძალიან დიდი განსხვავებაა იმას შორის, რაც რუსეთმა გააკეთა არჩევნებზე და რაშიც უკრაინას ადანაშაულებენ. უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია,“ - ამბობს ჯეიმს ქირჩიკი.
შეგახსენებთ, რომ ამის ფონზე,  კონგრესმა გუშინ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების დაწესებას, რაც უკრაინაში რუსული აგრესიის გამო ვაშინგტონის მიერ კიევის თანადგომის დემონსტრირებაც იყო.


წყარო - http://rustavi2.ge/ka/news/81282