აქტუალური
2010 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე დიდი რაოდენობით ფეროშენადნობი გაიტანეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, სასაქაონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა და 264 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი მთელი ექსპორტის 17 პროცენტია.
მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რომელმაც 227 მილიონი აშშ დოლარი, ანუ მთელი ექსპორტის 14 პროცენტი შეადგინა. მესამე პოზიციაზე კვლავ შავი ლითონების ჯართი დარჩა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 109 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთელი ექსპორტის 6,9 პროცენტია.რაც შეეხება იმპორტს, 2010 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 695 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასასქონლო ჯგუფი 310 მილიონი აშშ დოლარითა და 6 პროცენტით, მესამეზე კი—სამკურნალო საშუალებები 188 მილიონი აშშ დოლარითა და 4 პროცენტით.