სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელს ჟერომ ლეროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და
საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავების საკითხებიც განიხილეს.
სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) 
მხარდაჭერით განხორციელდა.