სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით წაღვერში წარმოქმნილი ხანძარი უკვე ნეიტრალიზირებული

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ინტენსიურად მიმდინარეობდა დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან.

ხანძრის რამდენიმე კერა დაახლოებით 6 ჰა-მდე ფართობზე დაფიქსირდა. 
მეხანძრე-მაშველებმა უკვე ყველა ადგილზე მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება. 
სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“.