პოლიტიკა
საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა.
NDI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 22% ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 7% - ”ნაციონალურ მოძრაობას”, 3% - ”ევროპულ საქართველოს”.
გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% ამბობს, რომ არცერთ პარტიას მხარს არ დაუჭერს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.