საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. გამოკითხულთა 59% თვლის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, 19%-ს მიაჩნია, რომ ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა. 4% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 16% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
გამოკითხულთა 7% ფიქრობს, რომ სასურველი იქნებოდა, ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი ყოფილიყო ისე, რომ ოფიციალური თანამდებობა არ ეკავოს.
21% ფიქრობს, რომ სასურველია, ივანიშვილს ეკავოს პოლიტიკური თანამდებობა და იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი.
56% აცხადებს, რომ სასურველია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არ იყოს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.