პუბლიკაციები
საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. „ჩვენი არმია უნდა კონცენტრირდეს გადამწყვეტ და ყოველისმომცველ გამარჯვებაზე და არა სამედიცინო ხარჯებსა და სხვა დაბრკოლებებზე, რომლებსაც არმიას სამხედრო მოსამსახურე ტრანსგენდერები მოუტანენ. მადლობა“, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტრანსგენდერები ვერ იმსახურებენ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. აშშ-ს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება „გენერლებთან და სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო“. ხანგრძლივი დებატების შედეგად, ტრანსგენდერებს ჯარში 2016 წლის ოქტომბრიდან ღებულობდნენ.
წყარო - http://1tv.ge/ge/news/view/171606.html