აქტუალური
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან და დსთ-სთან იზრდება

exportსაქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2010 წელს 1 736 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს 13 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 297 მილიონი აშშ დოლარი, ანუ წინა წლის მაჩვენებელზე 25 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი – 1 439 მილიონი, ანუ წინა მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტი იყო.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა. 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 28 პროცენტს აღწევდა. 2010 და 2009 წლებში ევროკავშირის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი მოდიოდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან 2010 წელს 2 195 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის ამავე მაჩვენებელს 31 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 644 მილიონი აშშ დოლარი, ანუ წინა წელზე 55 პროცენტით მაღალი, ხოლო იმპორტი 1 551 მილიონი აშშ დოლარი, ანუ წინა წლის მაჩვენებელზე 24 პროცენტით მაღალი იყო. 2010 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 33, 2009 წელს კი 30 პროცენტი იყო. 2010 და 2009 წლებში დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი მოდიოდა.