უცხოეთი
უკრაინა საქართველოს ჩერნოვეცკის ექსტრადირებას მოსთხოვს

   საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის ხელისუფლება აპირებს მოითხოვოს საქართველოდან კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ექსტრადირება, რომელიც სამშობლოში ხელისუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უკრაინის გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებს ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მისცა. ეს უკანასკნელი კიევში ვერტმფრენის მოედნის უკანონო მშენებლობის საქმეში ფიგურირებს. 

„თქვენი სამართალდამცავი ორგანოებისგან ჩერნოვეცკის ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალური პასუხის მიღების შემდეგ მის ექსტრადირებაზე დოკუმენტებს შევიტანთ“, — განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს პრესმდივანმა ლარისა სარგანმა.

მისი თქმით, სანამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, უკრაინის პროკურატურის გამომძიებლებმა ყველა სასამართლო პროცედურა უნდა გაიარონ.

ქართული მხარე არ აპირებს ჩერნოვეცკის უკრაინისთვის გადაცემას, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, აღნიშნეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.