საზოგადოება
საკრებულოს და მერიის მუშაობით გამოკითხულთა უმეტესობა უკმაყოფილოა - NDI

   საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა ჩაატარა.  

გამოკითხულთა 46% საკრებულოს მუშაობას უარყოფითად აფასებს, კმაყოფილია 21%. მერიისა და ადგილობრივი გამგეობის მუშაობით კმაყოფილია 20%, ხოლო 45% უკმაყოფილებას გამოთქვამს.

2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები NDI-მ ჟურნალისტებს გააცნო. ქვეყნის განვითარების კურსი, საცხოვრებელი პირობები, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული შედეგები - ეს მაჩვენებლები წარუდგინა საზოგადოებას ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა.