საზოგადოება
საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე - დაესწარით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რომელიმე შეხვედრას - დადებითი პასუხი მხოლოდ 2%-მა გასცა. 89%-მა უპასუხა - არა, 9%-მა - არ ვიცი.
გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში მათ შეხედულებებს ნაწილობრივ ასახავს. 6%-ის აზრით, სრულად ასახავს, ხოლო 32% აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარ კანონში შეტანილი ცვლილებები მათ შეხედულებებს საერთოდ არ ასახავს.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს. გამოკვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.