აქტუალური
საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 35%-ის აზრით კი, საქართველო საერთოდ არ იცვლება.
კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? - პასუხები ასე გადანაწილდა:
4% - ნამდვილად სწორად ვითარდება;
27% - ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება;
35% - საერთოდ არ იცვლება;
20% - ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება;
11% - ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-ს საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევის დროს სულ 2261 ადამიანი გამოიკითხა.