აქტუალური
საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის ერთ-ერთი მთავარი თემა თვითმმართველობებია. ლაპარაკია 7 ქალაქის - ამბროლაურის, ახალციხის, გორის, ზუგდიდის, თელავის, მცხეთისა და ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.
გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ ამის შესახებ არ სმენია, 52% კი ამბობს, რომ ინფორმირებულია.
ეს ცვლილება მიუღებელია 59%-სთვის, ხოლო 16%-სთვის მისაღებია.
გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ ამ ცვლილებებს უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყანაზე, 11% პროცენტი დადებით შედეგს ელოდება, ხოლო 18% არანაირ გავლენას არ მოელის.