პოლიტიკა
მთავრობა საქართველოში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა უკან დაბრუნების მიზნით 10 ქვეყანასთან მოლაპარაკებას იწყებს

    საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მიზნით რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებას იწყებს.
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის (უკან დაბრუნების) შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკება გაიმართება ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დივუარის, კონგოს, გამბიის, ტუნისის, სომალის და განის მთავრობებთან.

ამის თაობაზე შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.