უცხოეთი
ტრამპის ნახატს აუქციონზე ყიდიან

   საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შესრულებული ნახატი საქველმოქმედო აუქციონზე გამოიტანეს. მისი საწყისი ფასი 9 ათასი დოლარია. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

  ნახატზე მანჰეტენზე მდებარე Trump Tower-ია გამოსახული და მას დონალდ ტრამპი ოქროს მელნით აწერს ხელს.

  გამოცემის ცნობით, ტრამპმა ესკიზი სპეციალურად საქველმოქმედო აუქციონისთვის შექმნა, რომელზე შეგროვებული თანხაც წერა-კითხვის შემსწავლელ პროგრამას მოხმარდება.

  მანამდე, Sanders Auctions-ზე საკუთარი ესკიზები გასაყიდად გამოიტანეს მსახიობმა შარლიზ ტერონმა და სენატორმა ჯონ მაკკეინმა.