საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. თანხების მობილიზება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსებისთვის ხდება. „თავის დროზე, როდესაც ბიუჯეტს ჩვენ ვიღებდით, იყო ასეთი დანაპირები, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც 2017 წელს დარჩება სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიები, ეს თანხები იქნება მიმართული სოციალური და ჯანდაცვის სფეროს დასაფინანსებლად“, - განმარტავს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მათი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ცდილობს.
„საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება ოპოზიციონერ დეპუტატებს იმისა, რომ ეს ხომ არ არის წინასაარჩევნო მოთხოვნებზე დამოკიდებული“, - განაცხადა „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" პრეტენზიები აქვთ სხდომის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებითაც. „ოთხი მილიონი ლარით იზრდება სოციალური მიმართულება იმიტომ, რომ ერთჯერადი დახმარებების სახით მოისყიდონ ამომრჩეველი“, - აცხადებს მარინა დათუკიშვილი.