საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ბოლო ინფორმაციით, ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. ყარაფილას მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას და დაკავებულებზე ახალი ცნობების მიწოდებას სთხოვს.
უკანონო ქმედებების, მათ შორის გატაცებებისა და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად სამოქალაქო აქტივისტებმა 24-საათიანი პატრულირება დაიწყეს.
„ჩვენ ვიპატრულირებთ საზღვართან ძალიან ახლოს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეთანხმებული გვაქვს და კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებთან. რისკის ფაქტორი, ბუნებრივია, არსებობს, ვინაიდან რუსი ოკუპანტები არ ერიდებიან არცერთ ხერხს იმისთვის, რომ გაიტაცონ მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიებიდან. შესაბამისად, ჩვენც მათ რიცხვში მოგვიაზრებენ ალბათ. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი ჯგუფები ავარიდოთ ამ საფრთხეებს“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.