აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ გვირგვინიანი ოქროს ჯვრით და ვარსკვლავით დააჯილდოვა

  საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან მსგავსი ჯილდო უმაღლესი თანამდებობის პირმა პირველად მიიღო. 
თეოფილოს III-მ აღნიშნა, რომ მისთვის წმინდა მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა დიდი პატივია. 
 "თქვენს ქვეყანას და ხალხს - საქართველოსა და ქართველებს განსაკუთრებული კავშირი აქვთ იერუსალიმთან, წმინდა მიწასა და იერუსალიმის საპატრიარქოსთან. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო, თქვენი ქვეყნის განმანათლებელი, იყო იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დისშვილი. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ისტორიული და კულტურული ფაქტორი გვაკავშირებს. იერუსალიმის საპატრიარქომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის დაცვაში", - ბრძანა იერუსალიმის პატრიარქმა.

 "ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში. მართალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე მოგიწვიათ საქართველოში, მაგრამ მოხარული ვიქნებით, პირადადაც გიმასპინძლოთ", - მიმართა პრემიერმა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს.