საზოგადოება
„განაიარაღეთ დამნაშავეები, ბატონო მღებრიშვილო!“ – „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს

    ბატონო მინისტრო!

დაბეჯითებით გთხოვთ, საკანონმდებლო ინიციატივით გამოხვიდეთ - პარლამენტში შეიტანოთ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესების დამარეგულირებელ კანონში ცვლილებებს გულისხმობს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს კანონი ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების სამუდამო უფლებას ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების, უფროსი ოფიცრებისა და პარლამენტარებისთვის. შედეგად დღეს იარაღის ტარების უფლება აქვს ათასობით ბოროტმოქმედს, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ, და პარლამენტარებს, რომლებიც, სადაც სამართალია, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა ისხდნენ. ნათელი მაგალითი - საქართველოს პარლამენტის წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე. სხვათაშორის, 2017 წლის 23 ივლისის აქციაზე შეიარაღებული მარტო კახიძე არ ყოფილა - მსვლელობის დროს „ევროპული საქართველოს“ რიგებში მოაბიჯებდა ეგრეთ წოდებული „ზონდერების“ - შსს-ს ყოფილი თანამშრომლების შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც მზად იყვნენ, ხალხისთვის - „ქართველთა მარშის“ მომხრეებისთვის ესროლათ.

განაიარაღეთ დამნაშავეები, ბატონო მინისტრო, ან ყველა მოქალაქე შეაიარაღეთ და ამისათვის მათ შესაბამისი ფასიანი ლიცენზიები დაურიგეთ, როგორც აშშ-ში.


პატივისცემით,
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 26 ივლისი
თბილისი, საქართველო