უცხოეთი
ალიევმა და პუტინმა სოჭში ყარაბაღის პრობლემაზე იმსჯელეს

   საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. „აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფარგლებში სოჭში განხილული იქნა სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები“, - იტყობინება პრესსამსახური.

 სახელმწიფოთა მეთაურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორული კავშირების არსებობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის და ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების წარმატებულ განვითარებას პოლიტიკის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულსა და სხვა სფეროებში.