აქტუალური
აშშ-ის კონგრესი ემზადება რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის მისაღებად, სადაც უკრაინა და საქართველო იქნება მოხსენიებული

    საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, უკრაინის კრიზისია. მედიიდ ცნობით, ასევე მოხსენიებული იქნება „რუსეთის აგრესია“ საქრათველოში.

 სამშვიდობო მოლაპარაკებაში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი, რომელიც თანამდებობაზე ორი კვირის წინ დაინიშნა, დონბასში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.

 უოლკერმა ქალაქ ავდეევკასთან ფრონტის ხაზი მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის ტრაგიკული ისტორიები მოისმინა. ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის შეფასებით, ის, რაც დონბასში ხდება, გაყინული კონფლიქტი კი არა, რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ცხელი ომია.