სამართალი
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ.მ. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით 17,69 გრამი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.