საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდი მარგველაშვილის სამივე ვეტოს დაძლევას აპირებს.
"საბოლოო პოზიცია გვექნება მას შემდეგ, რაც მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტების სხდომებზე განვიხილავთ. რაც შეეხება იმას, რომ ვეტო პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების საშუალებაა, ეს ასე არაა. ვეტო პრეზიდენტმა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში უნდა გამოიყენოს", - აცხადებს ეკა ბესელია.
საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირას ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მომზადებულ ცვლილებებს თვითმმართველობის კოდექსში და საარჩევნო კანონში.
გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს 21 ივლისს გადაეგზავნა.