პოლიტიკა
უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც პატრიარქი ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებს - მარგველაშვილი

   საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო „სნოს“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა და პატრიარქს მიმართა.

თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა, რწმენა ფანატიზმის გარეშე, თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, გავლენა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისა პოლიტიკურ პროცესებზე უდაოა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სასტუმრო ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა. სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდება.