აქტუალური
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ყოფილი პატიმარი გიორგი გვიჩიანი რუსული არხების აკრძალვის შესახებ ლაშა ტუღუშის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ციხიდან დავურეკე 2014 წელს, ვთხოვე დამხმარებოდა უდანაშაულო ადამიანს და ჟურნალისტი გამოეგზავნა სასამართლო პროცესზე. პასუხად მივიღე სრული გულგრილობა.
როცა ერთ ადამიანზე არ შეგტკივა გული, ახლა ვითომ საზოგადოებაზე წუხს?" - წერს გვიჩიანი.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში საქართველოში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, ეს არხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ.