საზოგადოება
საქინფორმის მთავარი რედაქტორი მართალი აღმოჩნდა - ბიძინა ივანიშვილი ცოცხალი და საღ-სალამათია და ოჯახთან ერთად კონცერტებზე დადის!

   საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. როცა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თითქმის მთელი მედია, უცნობი საკითხების ექსპერტები და ქართველი საზოგადოების „სახეები“ ღრმააზროვანი გათვითცნობიერებული სახეებით ჰყვებოდნენ ვერსიებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოსდა ინსულტმა ლოგინად ჩააგდო, რომ ის სიკვდილის პირასაა და აღესრულა კიდეც, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცოცხალი და საღ-სალამათია და თავისი გაუჩინარებით უბრალოდ ბრწყინვალე შემოწმება მოუწყო ერთგულებაზე - როგორც თავის გარემოცვას, ასევე მთელ ქართველ საზოგადოებას.

 არნო ხიდირბეგიშვილი მართალი აღმოჩნდა - 4-თვიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, 2 დღის წინ, ოჯახთან ერთად ქეთი მელუასა და გორის ქალთა კაპელის კონცერტს დაესწრო კურორტ შეკვეთილში მისივე ფონდი „ქართუს”| მიერ აშენებულ საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena”.

ღონისძიების გადაღების უფლება მედიას მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა, რის შემდეგაც ჟურნალისტები ივანიშვილის კომენტარს BLACK SEA ARENA-ს ფოიეში ელოდებოდნენ. თუმცა, კითხვების დასმის საშუალება მათ მაინც არ მიეცათ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დარბაზი სათადარიგო გასასვლელით დატოვა.