რედაქტორისგან
აქცია „არა რუსულ ფაშიზმს!“ და „ქართველთა მარშის“ არშემდგარი კონტრაქცია აღმაშენებლის გამზირზე 2017 წლის 23 ივლისს - საქინფორმი

   საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი.

წინასიტყვაობის ნაცვლად: რასიზმი აშშ-ში, როცა იქ ჯერ კიდევ არსებობდა რესტორნები და სხვა დაწესებულებები მხოლოდ თეთრკანიანებისთვის,  ოფიციალურად არც ისე დიდი ხნის წინ დასრულდა.

რასიზმი გერმანიაში, როცა არიული რასაებრაელებს ანადგურებდა დაარაარიულ რასებსიმონებდა, 1945 წელს დასრულდა, დიადი გამარჯვებისა და უმაღლესი მთავარსარდლის სტალინის წყალობით.

რასიზმი საქართველოში არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო - დღეს თურქებისა და არაბების კუთვნილ რესტორნებში და სხვა დაწესებულებებში ქართველებს არ უშვებენ...

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2017 წლის 14 ივლისს საქართველოში,

თბილისში, მეფე დავით აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა 10-ათასიანი აქცია

ქართველთა მარში (იხ. ფოტო №1). ადგილი შემთხვევით როდი იყო შერჩეული - სწორედ აღმაშენებლის გამზირზეა თავმოყრილი თურქეთიდან, ირანიდან, სირიიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან მიგრანტების კუთვნილი რესტორნები, კაფეები, ბარები და სასტუმროები, სადაც პროსტიტუცია და ნარკოტიკებით ვაჭრობა ყვავის. მიგრანტები არა მხოლოდ ხელს უწყობენ პროსტიტუციას და ნარკომანიას ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით - მცირეწლოვანთა შორის, ბოლო ხანებში გახშირდა ძალადობის და პედოფილიის ფაქტები, რასაც მიგრანტები მოზარდებზე ახორციელებენ. ამიტომაც ქართველთა მარში“, რომელმაც ქართველი საზოგადოების სრულიად სხვადასხვა პატრიოტულად განწყობილი ფენები გააერთიანა, მიმართული იყო სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებისაკენ და უკანონო მიგრანტების დანაშაულებრივი თარეშის წინააღმდეგ, რასაც საქინფორმი იუწყებოდა.

ამით ისარგებლეს ეგრეთ წოდებულმა "პროდასავლურმა ძალებმა" საქართველოში - სააკაშვილის პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მის ბაზაზე ცოტა ხნის წინ შექმნილმა "ევროპულმა საქართველომ", ასევე, მათმა სატელიტებმა - რესპუბლიკურმა პარტიამ, სოროსის და სხვა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების და ფონდების გრანტებით შექმნილმა მრავალრიცხოვანმა არასამთავრობოებმა, აგრეთვე ლგბტ-ორგანიზაციებმა და მათ პლატფორმაზე მდგომმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა სააკაშვილის ტელეკომპანი "რუსთავი-2"-ის და საქართველოს თითქმის ყველა ტელეკომპანიის სახით.

ზემოთ ჩამოთვლილმა "პროდასავლური ძალებმა" "ქართველთა მარშის" მონაწილეები ნაციონალისტებად, ქსენოფობებად და ფაშისტებად გამოაცხადეს, რომლებსაც რუსეთი ასპონსორებს, ხოლო პარტია "ევროპულმა საქართველომ" თბილისის მერიაში განაცხადი შეიტანა 2017 წლის 23 ივლისს, 20 საათზე და სწორედ აღმაშენებლის გამზირზე აქციის "არა რუსულ ფაშიზმს!" ჩატარების თაობაზე.

საქინფორმის შეუმოწმებელი ინფორმაციით ეს საქართველოში აშშ-ს ეჩის იან კელის ინიციატივა გახლდათ - აქაოდა, თუკი პატრიოტთა აქცია ჩატარდა, ლიბერალების აქციაც უნდა ჩატარდესო.

ამის შემდეგ "ქართველთა მარშის" ლიდერებმაც შეიტანეს მერიაში განაცხადი აღმაშენებლის გამზირზე ასევე 23 ივლისს აქციის ჩატარებაზე და მოუწოდეს თავიანთ მომხრეებს და ყველას, ვინც სააკაშვილის რეჟიმისაგან დაზარალდა - ყოფილ პოლიტპატიმრებს და რეპრესირებულებს, რომლებსაც მაშინ ქონება ჩამოართვეს, ციხეებში წამების და გაუპატიურების მსხვერპლ, ასევე სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ნათესავებს -  რკინიგზელთა სახლთან ერთი საათით ადრე, 19 საათზე შეკრებილიყვნენ, რათა "ევროპული საქართველოს" აქცია არ გაეტარებინათ.

ამრიგად, შეიქმნა ნიადაგი პროვოკაციებისა და ფიზიკური შეჯახებისათვის, რის თაობაზეც 2 დღით ადრე აფრთხილებდა საქინფორმი. პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერები, კერძოდ - სააკაშვილის რეჟიმის დროს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი. "ნაცმოძრაობის" იდეოლოგი და მოქმედი პარლამენტარი გიგა ბოკერია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედი პარლამენტარი დავით ბაქრაძე, "ნაცმოძრაობის" ყოფილი გენერალური მდივანი გოკა გაბაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე - რუსეთსა და უკრაინაში „ბოლოტნაიას“ და "ნარინჯისფერი რევოლუციის" ორგანიზატორად ცნობილი მეტსახელად ვასილიჩი, საპროცედურო საკითხების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყველა მოწვევის (ახლანდელის ჩათვლით) პარლამენტარი, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების ცნობილი გამყალბებელი ხათუნა გოგორიშვილი, აგრეთვე ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული თბილისის ყოფილი მერი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული არმიის ფაქტობრივი სარდალი გიგი უგულავა - ხომ უშუალოდ იყვნენ გარეული ყველა სისხლიან დამსჯელ ოპერაციაში საქართველოში - მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევაში, ე.წ. ციხის ბუნტები, ასევე სამხედრო პროვოკაციებმაშინდელ ცხინვალის რეგიონში და უშუალოდ 08.08.08 ომში.

თუმცა ერთი დღით ადრე თბილისის მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ქართული მარშის“ კონტრაქციის ყველა მონაწილეს რეკომენდაცია მისცა, "სხვა დღეს და სხვა ლოკაციაში შეკრებილიყვნენ", ანუ - სხვა ადგილზე, "რათა თავიდან აერიდებინათ დაპირიპირება". ამგვარად, "ქართველთა მარშის" კონტრაქციის ბედი ადრევე გადაწყვეტილი იყო. ორი აქციის ჩატარების დღეს - 2017 წლის 23 ივლისს - ხელისუფლებამ აღმაშენებლის გამზირზე 3 ათასამდე პოლიციელი გამოიყვანა და ლითონის გადასატანი ღობეების გარდა, აქციები ერთმანეთისაგან მრავალი რამდენიმერიგიანი "ცოცხალი" საპოლიციო კორდონით გააცალკევა.

მაგრამ სიტუაციაზე გადამწყვეტი გავლენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოახდინა, რომელიც იმ დღეს თავის სამშობლოში - სტეფანწმინდას (ყაზბეგის) რაიონის სოფელ სნოში იმყოფებოდა ახალი სასტუმროს გახსნაზე, სადაც მასთან ერთად გახლდათ საქართველოს მთელი ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი - და სადაც გამოიძახეს "ქართველთა მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები.

მათთან შეხვედრისას პატრიარქმა ითხოვა, გადაეცათ კონტრაქციაზე შეკრებილთათვის მისი თხოვნა - დაშლილიყვნენ. იდენტური თხოვნით მიმართა მან "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეებსაც, რაც ამ უკანასკნელებმა გულისწყრომით უარყვეს - ყველა მათი ლიდერი ხომ ათეისტია და საქართველოში ცნობილია ეკლესიების დარბევით და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დევნით, მათ შორის - თავად პატრიარქ ილია მეორის დევნითაც, რომელიც ლიბერალებმა „კაგებეს“ და კრემლის აგენტად გამოაცხადეს.

პატრიარქისაგან, ქართველი ერის სულიერი მამისაგან, სხვა რამ არ იყო მოსალოდნელი - ის ვერ დალოცავდა ქართველების შეტაკებას, რომელიც აუცილებლად სისხლისღვრით დამთავრდებოდა. ზუსტად ასეთი რჩევა - დაიშალეთო - მისცა პატრიარქმა 2009 წელს რუსთაველის გამზირზე მოწყობილი 300-ათასიანი საპროტესტო აქციის ლიდერებს ძმებ გაჩეჩილაძეებს, სხვათა შორის, თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავას ზეწოლით, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეიჭრა. თუმცა მაშინ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება თითქმის დამხობილი იყო...

შედეგად 2017 წლის 23 ივლისს "ევროპული საქართველოს" აქცია ჩატარდა, თუმცა 1000-ზე მეტი მომხრის შეკრება ვერ შეძლო (იხ. ფოტო №2). "ქართველთა მარშის" ლიდერებმა კი ვერ დაარწმუნეს თავიანთი ზემოთ ჩამოთვლილი მომხრეები, დაშლილიყვნენ - პოლიტპატიმრებმა, ძალადობის მსხვერპლებმა, დახოცილი ბავშვების მშობლებმა, აგრეთვე აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებმა - სულ დაახლოებით 300 ადამიანმა, რომლებსაც  "ქართველთა მარშის" ლიდერებმა პასტერის ქუჩაზე გაიყვანეს, ისღა მოახერხეს, რომ "ევროპული საქართველოს" ზემოთ ჩამოთვლილ მომხრეებსა და ლიდერებს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს, თან მსვლელობას შეძახილებით მიაცილებდნენ: "მკვლელებო!", "ჯალათებო!", "მოღალატეებო!", "ლიბერასტებო!", "სოროსის მონებო!" და უწმაწურად აგინებდნენ, რამდენიმე პლასტმასის ბოთლი, კვერცხი და ცოცხიც ისროლეს. თუმცა მეორე მხრიდანაც ისროდნენ სხვადასხვა საგანს, მათ შორის „ბორჯომის“ შუშის ბოთლს (თბილისში იმ დღეს ძალიან ცხელოდა და ბოთლები მინერალური წყლით ბევრს ეჭირა ხელში).

 

პლაკატებით, სასტვენებით და დროშებით შეიარაღებული "ევროპული საქართველოს" მსვლელობა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების თანხლებით მარჯანიშვილის მოედანზე დამთავრდა ფოიერვერკით. იქვე მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა არშემდგარი კონტრაქციის მონაწილეებთან, მაგრამ პოლიციის ოპერატიული ჩარევის წყალობით, ეს მცდელობა სწრაფად იქნა აღკვეთილი.

დასასრულ აღვნიშნავთ, რომ ქართველთა მარშისლიდერებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მომხრე ვერ დაარწმუნეს, დაშლილიყვნენ „ქრისტიანულად, როგორც პატრიარქმა სთხოვა“, დარჩენილები კი არ მიატოვეს, არამედ პოლიციას, „ევროპული საქართველოს“ მსვლელობასა და მათ შორის ჩადგნენ და მთელი ძალ-ღონით აკავებდნენ გარისხებულ და შეურაცხყოფილ ადამიანებს, რომლებიც ლამობდნენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც დიქტატორ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს ჩაგრავდა.

საქინფორმი