უცხოეთი
პუტინმა სირიაში გაიმარჯვა - ტრამპმა სირიაში ოპოზიციის შეიარაღების შესახებ ცსს-ის პროგრამის დახურვა გადაწყვიტა

   საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამთავრობო ჯარებთან მებრძოლი ე. წ. ზომიერი სირიული ოპოზიციისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ ცსს-ს პროგრამის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ გაზეთმა ვაშინგტონ პოსტმა განაცხადა ამერიკის ადმინისტრაციაში ასებულ წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ტრამპმა თითქმის ერთი თვის წინ, უწყების ხელმძღვანელ მაიკ პომპეოსა და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თავის თანაშემწე გენერალ ჰერბერტ მაკმასტერთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ჰამბურგში მოლაპარაკებების დაწყებამდე მიიღო.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. პუტინმა სირიაში გაიმარჯვა“, -განაცხადა გამოცემამ.

ცსს-ს მიერ 2013 წელს დაწყებული პროგრამა ოპოზიციის რაზმების მხარდაჭერის შესახებ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის ბირთვი იყო ასადზე ზეწოლის თვალსაზრისით, თუმცა გაზეთის თქმით, მისმა მომხრეებმაც კი ეჭვი შეიტანეს პროგრამის ეფექტიანობაში მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ რუსეთმა სირიაში ჯარები გადატყორცნა.