უცხოეთი
საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ვიზიტი გააპროტესტა.
„საქართველოს ხელისუფლებამ არასასურველ ტრადიციად დაამკვიდრა, სტუმრებისთვის რიტუალური ექსკურსიის მოწყობა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე, რაც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. პოროშენკო გამონაკლისი არ ყოფილა, ის მორიგი სასაზღვრო კლოუნადის მონაწილე გახდა. ამასთან, პოროშენკომ განაცხადა, რომ ის საქართველოში „ტერიტორიული მთლიანობის“ კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ჩამოვიდა. თუმცა, რაც მან დაადასტურა, იყო მხოლოდ ის, რომ საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობა“ ფიქციაა. არ შეიძლება მხარი დაუჭირო იმას, რაც არ არსებობს“, - აცხადებს დიმიტრი მედოევი.